მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო დღეებმა ცხადყო, რომ მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს ევროპულ ღირებულებებს - გიგიაძე

640b4730a4962
ნანუკა ნარიმანიძე
12.03.23 10:50
598
„ახლა ხელისუფლების მთავარი ამოცანაა იმ 12 პუნქტის ზედმიწევნით შესრულება, რომლებიც გასულ წელს ევროკავშირის კომისიისგან მივიღეთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“ - განაცხადა EPRC-ის უფროსი მკვლევარმა გიგი გიგიაძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, მოქალაქეების მხრიდან აუცილებელია მონიტორინგის განხორციელება ხელისუფლებაზე.

„ხელისუფლება ანგარიშვალდებული უნდა იყოს თორმეტივე პუნქტზე, მოქალაქეებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ იმაზე, თუ რა კეთდება, რა ნაბიჯები იდგმება და რა სირთულეებია თითოეულ პუნქტთან მუშაობისას“, - აღნიშნა მან.

ამასთან, გიგიაძემ განმარტება გააკეთა იმის შესახებაც, თუ რა ჰქონდა ხელისუფლებას განზრახული აგენტების შესახებ კანონპროექტების ინიცირებითა და განხილვით.
 
„ხელისუფლების პირველი და უმთავრესი მიზანი თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კრიტიკული თავისუფალი მედიის ჩარჩოებში მოქცევა იყო, მაგრამ ბოლო დღეების მანძილზე ყველამ კარგად დაინახა, რომ მსგავსი სახის კანონის შემოღება ვერანაირად ვერ მოხდება საქართველოში.  საქართველოში ვერაფრით ვერ მოხდება, საქართველო არასდროს ვერ დაადგება რუსეთისა და ბელარუსის გზას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობა მიიღო.

ეს ქართული საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი მოგებაა, არამგონია, ხელისუფლებამ იგივე კანონის სხვა სახით შემოღება განიზრახოს. ჩვენ ძალიან ფხიზლად ვიქნებით. ამ პროცესებს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მაქსიმალურად დააკვირდებიან. ხელისუფლებას ახლა აქვს ერთადერთი საშინაო დავალება - 12 პუნქტის ზედმიწევნით შესრულება, რათა რაც შეიძლება სწრაფად ევროკავშირისგან დადებითი დასკვნა მივიღოთ. ბოლო დღეებმა ცხადყო, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და ფასეულობებს და ჩვენი ადგილი არის ევროპაში “, - ამბობს გიგი გიგიაძე.