მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბოლო ერთ კვირაში არმატურა $200-ით გაძვირდა” - უძრავი ქონების ფასი გაიზრდება?

62276db7e38b0
ანუკა ჯოხაძე
09.03.22 00:30
6076
საქართველოში მოქმედი სამშენებლო კომპანიების ინფორმაციით, დღეისათვის, იმპორტირებული არმატურის ფასი 1000 დოლარს აჭარბებს, არადა პანდემიამდე მისი ღირებულება 400-450 დოლარი იყო.

ბიზნესი BM.GE-თან ამბობს, რომ სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა პანდემიის პერიოდში დაიწყო, თუმცა მათი თქმით, ფასების ცვლილებება ბოლო ერთ კვირაშიც შეინიშნება, რასაც ისინი რუსეთ-უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირებენ.

კომპანია "ბალავარის“ ხელმძღვანელი ბესო თავბერიძე აცხადებს, რომ არმატურასთან ერთად გაძვირდა სხვა სამშენებლო მასალებიც, მათ შორის ბეტონი და რკინა, რის გამოც დეველოპერულ კომპანიებს უძრავ ქონებაზე ფასების კორექტირება მოუწევთ.

“ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზი იყო რუსეთ-უკრაინის ომი. რეალურად არმატურა აღარ შემოდის აღარც რუსეთიდან და აღარც უკრაინიდან. შეიქმნა დეფიციტი ბაზარზე და ბოლო ერთ კვირაში არმატურა, დაახლოებით, 200 დოლარით გაძვირდა. პანდემიის პერიოდში 100%-ით არის გაზრდილი რკინის ფასი, 40%-ით გაძვირდა ბეტონი, სარემონტო მასალების ღირებულება კი 80%-ითაა გაზრდილი. ფასების ზრდა დაიწყო პანდემიის დროს, თუმცა ომის პერიოდში ფასების ასტრონომიული ზრდა დაფიქსირდა. არმატურის და ყველა სამშენებლო მასალის გაძვირება, საბოლოოდ, ბინის ფასებს გაზრდის", - აცხადებს ბესო თავბერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები