აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის აშშ-ში 59 304,600 დოზა COVID-19 ვაქცინა განაწილებულია და 39,037,964 დოზა პრეპარატით მოსახლეობა ვაქცინირებულია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყველა განაწილებული პრეპარატი Moderna და Pfizer/BioNTech–ის წარმოებისაა. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულია 36,819,212 აცრა, ხოლო პრეპარატის 58,380,300 დოზა განაწილებულია. სააგენტოს ცნობით, 30,250,964 ადამიანმა მიიღო 1 ან მეტი დოზა, ხოლო 8,317,180 ადამიანი - მეორედ აიცრა.
ამ დრომდე არსებული მონაცემებით, სულ 4,628,962 დოზა პრეპარატის ვაქცინაციაა ჩატარებული.




























