მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო მოვლენები შესაძლოა, არ იყოს ხელსაყრელი EU-დან [საქართველოში] ინვესტიციების გაზრდისთვის - ჯიჰად აზური

ჯიჰად აზური

ბოლოდროინდელი მოვლენები შესაძლოა, არ იყოს ხელსაყრელი ევროპიდან [საქართველოში] ინვესტიციების გაზრდისთვის - ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი აცხადებს.

კერძოდ, ჯიჰად აზურმა უპასუხა კითხვას, რა გავლენას მოახდენს ევროკავშირთან დაძაბულობა საქართველოს ეკონომიკაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკის შესახებ IMF-ის მისიის უახლეს შეფასებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გამოწვევები, შესაძლოა, აისახოს ინვესტორთა განწყობაზე და ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე.

ვაშინგტონში, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ჩაწერილ ინტერვიუში ჯიჰად აზური ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც კვლავაც ცდილობს სხვადასხვა მიმართულებით ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.

“საქართველო ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც კვლავაც ცდილობს ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. ევროპა მნიშვნელოვანი პარტნიორია და ბოლოდროინდელი მოვლენები შესაძლოა, არ იყოს ხელსაყრელი ევროპიდან ინვესტიციების დონის გაზრდისთვის. მაგრამ ისევ და ისევ, რა არის მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც სარგებლობდა ვაჭრობის განვითარებით, „შუა დერეფნით“, აზიას, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის კავშირებით? საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს და გაფართოვდეს ამ ტიპის პარტნიორობა. საქართველოს ეკონომიკა დაფუძნებულია ტალანტზე, ხალხის ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და მომსახურების კარგ დონეზე”, - აღნიშნავს ჯიჰად აზური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები