მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო სამ წელში 200 ათასზე მეტი მანქანა მივიღეთ - APM Terminals Poti-ი

ფოთის პორტი
BM. GE
21.01.25 11:36
615

2024 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 545 297 TEU კონტეინერი დამუშავდა. ინფორმაციას ფოთის პორტის მფლობელი კომპანია ავრცელებს.

მათი მონაცემებით, კონტეინერის დამუშავების ბოლო სამი წლის მონაცემები ასეთია:

  • 2022 წელი - 357,857 ტეუ;
  • 2023 წელი - 592,589 ტეუ;
  • 2024 წელი - 545,297 ტეუ;

2024 წელს "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" ჯამში 313 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 74 173 მანქანა. კომპანიის ინფორმაციით, მეორადი მანქანების საზღვაო ხაზებით ტრანსპორტირება და გადამუშავება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისად რჩება. ბოლო სამი წლის მანძილზე, ფოთის პორტში, ჯამში 200 000-ზე მეტი ავტომანქანა დამუშავდა, კერძოდ:

2022 წელი - 47 537;

2023 წელი - 80 454;

2024 წელი - 74 173.

გასულ წლებთან შედარებით, 2024 წელს გენერალური ტვირთის მიღება შემცირდა, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა სარკინიგზო-საბორნე გზით გადაზიდული ტვირთის ოდენობა, კერძოდ, 2024 წელს გადაიზიდა 157 895 ტონა ტვირთი, მაშინ როდესაც 2023 წელს ტვირთის რაოდენობა იყო 96 434, ხოლო 2022-ში - 98 992 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები