მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბორის ჯონსონი: რუსული აგრესიის გაკვეთილები ვერ ვისწავლეთ

62271ce2c0fc5
მარიამ ვარადაშვილი
08.03.22 13:14
1002

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი NYT-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში წერს, რომ მსოფლიომ რუსეთის აქამდე გამოვლენილი სამხედრო აგრესიებიდან ვერაფერი ისაწავლა. ამ ნაწილში ჯონსონი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომსაც გულისხმობს, ისევე როგორც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. 

“რუსული აგრესიის გაკვეთილები ვერ ვისწავლეთ. დიდი ხანია მეორე ლოყა მივუშვირეთ. ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს. ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში და სოლსბერის ქუჩებშიც კი. ახლახანს შემდგარი ვიზიტების  დროს, პოლონელი და ესტონელი კოლეგებისგან საუბრით გავიგე, რომ ისინიც საფრთხეს გრძნობენ”, - წერს ჯონსონი.

დიდი ბრიტანეთი ომის დაწყების დღიდან ღიად უჭერს მხარს უკრაინას. 

6 მარტს ბორის ჯონსონმა მსოფლიო თანამეგობრობას უკრაინასთან დაკავშირებით 6-პუნქტიანი გეგმაც შესთავაზა, რაც მოიცავს საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიციის შექმნას უკრაინისთვის, უკრაინის დახმარებას, რათა მან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს, ასევე პუტინის რეჟიმზე მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები