მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბორის ჯონსონის მოვალეობას დროებით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეასრულებს

5e8c2d38ad90e
ნათია თაქთაქიშვილი
07.04.20 11:41
817
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი შეასრულებს. აღნიშნულის საჭიროება ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დადგა. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ განცხადებას BBC-ი ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს დომინიკ რააბს სთხოვა ის შეცვალოს, სადაც ეს საჭირო იქნება“, - ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გუშინ გადაიყვანეს. ასეთი ნაბიჯი სპეციალისტებმა სიფრთხილის გამო მიიღეს, რადგან ჯონსონს კორონავირუსის სიმპტომები უკვე 10 დღეა აქვს. ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინეს. მას შემდეგ პრემიერი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მუშაობას სახლიდან აგრეძლებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები