ბრაზილიასთან სავაჭრო ბრუნვა ბოლო წლებია მცირდება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოსა და ბრაზილიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 73,2 მლნ დოლარი შეადგინა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 94,5 მლნ დოლარი იყო, ხოლო 2022 წელს - 111,8 მლნ დოლარი.
სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტზე მცირე წილი მოდის, თუმცა ექსპორტით მიღებული შემოსავალი გასულ წელთან შედარებით 334%-ით გაზრდილია. მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში, ბრაზილიაში ექსპორტმა $1,5 მლნ შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი $345 000 იყო.
რაც შეეხება საექსპორტო საქონელს, საქართველომ წელს ბრაზილიაში გაყიდა:
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $1,2 მლნ
- ნივთიერებები შემკვრელი მზა, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი - $216 ათასი
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $56 ათასი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $20 880
- არეომეტრები და ანალოგიური ხელსაწყოები მოქმედი სითხეში ჩაძირვისას - $7.5 ათასი
რაც შეეხება იმპორტს, წელს იანვარ-აგვისტოს პერიოდში, ბრაზილიიდან $71,7 მლნ-ის საქონელი შემოვიტანეთ, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში $94,2 მლნ იყო. იმპორტირებულ საქონელს შორის ძირითადად ხორცი და ხორცის პროდუქტები და ყავაა.
წელს ბრაზილიიდან იმპორტირებული TOP-10 საქონელი შემდეგი იყო:
- ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - $31,7 მლნ
- შაქარი - $19,4 მლნ
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - $8,2 მლნ
- ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - $6,5 მლნ
- თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები - $1,4 მლნ
- ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - $830 000
- კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორების, ცხვრების და სხვა - $696 600
- ყავა, მოხალული ან მოუხალავი - $598 820
- ცხოველების ნაწლავები, ბუშტები და კუჭები, მთლიანი ან ნაჭრებად - $395 960
- მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისაგან, სხვა - $316 770