მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილიის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს რეკორდულად ამცირებს

5d8321a6e848f
მიხეილ ხაჩიძე
19.09.19 17:10
998
ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები ნახევარი ქულით, რეკორდულად დაბალ, 5,5%–მდე შეამცირა. გადაწყვეტილება ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო.

როგორც ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, კომიტეტის ცხრავე წევრის გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო.

ეკონომისტების უმეტესობა მსგავს გადაწყვეტილებას რამდენიმე დღის წინ პროგნოზირებდა. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, დაბალი ინფლაციის პირობებში შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთები სამომავლოდ კიდევ უფრო შეამცირონ.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ძირითადი საპროცენტო განაკვეთი პუნქტის მეოთხედით – 1,75-დან 2.0 პროცენტამდე გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები