გაერთიანებული სამეფო COVID-19-ით ინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიებისთვის მთავრობის მიერ შექმნილ აპლიკაციას აღარ გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაცის FoxNews-ი ავრცლელბს.
აპლიკაციას, რომელზეც დიდმა ბრიტანეთმა სამი თვე და მილიონობით ფუნტი დახარჯა, ამერიკული კომპანიების Google-ის და Apple-ის ვერსია შეცვლის, რომელიც სავარაუდოდ შემოდგომისთვის იქნება მზად.
გამოცემა FoxNews-ის ინფორმაციით, მთავრობის მიერ შეთავაზებულმა მოდელმა ვერ იმუშავა, რადგან აპლიკაცია შემოწმებულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არ იყო.
ცენტრალიზებული აპლიკაცია ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის საინფორმაციო ბაზაში იმ პირების ინფორმაციის შენახვას ითვალისწინებდა, რომლებიც COVID-19-ის სიმპტომებს უჩიოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ შექმნილი აპლიკაცია Apple-ის და Google-ის მიერ დამტკიცებული არ ყოფილა, რის გამოც აპლიკაციამ მობილური ტელეფონების დიდ ნაწილში ვერ იმუშავა.