ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალურ შეხვედრაზე უკრაინაში 10 000-ზე მეტი დასავლელი სამშვიდობოს გაგზავნის გეგმა განიხილა.
როგორც გამოცემა The Times წერს, სამთავრობო წყაროების ცნობით, სტარმერის ინიციატივას კიდევ სამ ქვეყანაზე მეტი შეუერთდება, თუმცა როგორც მოსალოდნელია, დასავლელი სამხედროების დიდი ნაწილი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან იქნება.
”საქმე საკმაოდ წინ წავიდა,” - თქვა მთავრობის მაღალჩინოსანმა წყარომ და მეტი დეტალის გახმოვანებაზე უარი თქვა, თუმცა დასძინა: ”ეს იქნება მნიშვნელოვანი ძალა ქვეყნების მნიშვნელოვანი რაოდენობით, რომლებიც უზრუნველყოფენ სამხედროების გაგზავნას და ბევრად უფრო დიდი ჯგუფი, რომელიც სხვა გზებით შეიტანს წვლილს”.
აღსანიშნავია, რომ როგორც 29 ქვეყნის ლიდერის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, სტარმერმა განაცხადა, რომ სამხედრო ლიდერები მთელი მსოფლიოდან ლონდონში უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან, ვინაიდან მულტინაციონალური სამშვიდობო ძალების მისიის გეგმები "საოპერაციო ფაზაზე" გადავიდეს.