მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი თამბაქოს მოხმარების შემცირებას ალტერნატივების შეთავაზებით გეგმავს

64b1370a905d7
BM.GE
14.07.23 15:51
908
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა ხაზგასმით აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი მთავრობის პროგრამა “ჩანაცვლებითი შეჩერება”. პროგრამა მხარს უჭერს სიგარეტზე თავის დანებებას მწეველთათვის ელექტრონულ ალტერნატივებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მეშვეობით. დიდი ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, ამ პროცესში მოქალაქეებისთვის ინფორმირებული არჩევანის შეთავაზება უფრო ეფექტიანია, ვიდრე მკაცრი აკრძალვების დაწესება.

საპარლამენტო მოსმენისას, ჯანდაცვაში არსებული გამოწვევების განხილვისას რიში სუნაკმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის სიგარეტზე თავის დანებების პოლიტიკის მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, გრძელვადიანი მწეველებისთვის, სახელმწიფომ სიგარეტის ჩანაცვლების პროგრამა დანერგა.

სუნაკის თქმით, ეს არის ერთ-ერთი პროაქტიული და ინოვაციური მიდგომა და ის ხელს უწყობს არაწვადი პროდუქტებით მომხმარებლებისთვის ნიკოტინზე დამოკიდებულების ჩანაცვლებას. ამასთან, სუნაკის შეფასებით, მომხმარებლებისთვის ინფორმირებული არჩევანის შეთავაზება არის ამ პროცესის ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაწილი ამ პროცესში, რის მაგალითადაც მათ საკვების ეტიკეტირების და მასში კალორიების შემცველობის ზუსტი პარამეტრების დაფიქსირების რეფორმა მოჰყავს.

BBC-ის თანახმად, დიდ ბრიტანეთში სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს 18 წელს ზევით მოსახლეობის 13.3% მოიხმარდა სიგარეტს, რაც 2020 წელს არსებულ მაჩვენებელთან 14%-თან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

პარალელურად გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ელექტროსიგარეტს მოიხმარს. 16 წელს ზემოთ მოსახლეობის 7.7% ეწეოდა ელექტროსიგარეტს, რაც 2020 წელს 6.4%-ს შეადგენდა.

BBC-ის თანახხმად, სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის კლება განპირობებულია მომხმარებელთა მიერ არაწვადი ალტერნატივების მოხმარების ზრდით.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გეგმაა 12%-მდე შეამციროს ზრდასრულთა შორის მწეველების რიცხვი.

გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე მეტი მწეველი საშუალოდ შოტლანდიაშია (მოსახლეობის 14.8%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ინგლისშია 12%. უელსში მოსახლეობის 14.1% მოიხმარს სიგარეტს, ჩრდილოეთ ირლანდიაში კი 13.8%.

მამაკაცთა შორის მწეველთა რაოდენობა 15%-ია, მაშინ როდესაც ბრიტანეთში ქალების 11.5% არის რეგულარული მწეველი.

ასაკობრივ ჯგუფებს შორის ყველაზე დიდი წილი მწეველების 25-34 წლების შუალედშია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 65 წელს ზემოთაა და ის 8%-ს შეადგენს.

გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, განათლების დონე და სიგარეტის მოხმარება კორელაციაშია, რადგანაც უმაღლესი განათლების არმქონეთა 28.2% მოიხმარს სიგარეტს, მაშინ, როდესაც უმაღლესი განათლების მქონეთა 6.6% არის მწეველი.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელბის ეროვნული სამსახურის ( NHS ჯანდაცვის სამინისტროს) მონაცემებით, იმის მიუხედავად, რომ ელექტროსიგარეტების მოხმარება არ არის რისკისგან თავისუფალი, ის სიარეტთან შედარებით ჯანმრთელობისთვის ნაკლებ რისკებს შეიცავს. თუმცა, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების გრძელვადიანი შედეგები ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, NHS-ი არასრულწლოვნებში ელექტროსიგარეტის მოხმარების გავრცელების პრევენციისთვის ატარებს კამპანიას.