მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია

ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაში გადავიდა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება, გასული წლის მეოთხე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 0.3%-ით შემცირდა, III კვარტალში კი ვარდნის მაჩვენებელი 0.1% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ქვეყანა რეცესიაშია.

საერთო ჯამში, 2023 წელს ბრიტანეთის ეკონომიკას პოზიტიური შედეგი ჰქონდა და მისი მშპ-ის მოცულობა 0.1%-ით გაიზარდა, თუმცა ეს 2009 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რეცესიის დაწყება პირდაპირ კავშირშია ცენტრალური ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან, გაზრდილ ინფლაციასთან და ბიზნესგარემოს გაუარესებასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები