მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი: ინვესტორები არჩევნების შედეგების შემდეგ დიდ ბრიტანეთში ფულს ჩადებენ

5df39a99c99be
ნათია თაქთაქიშვილი
13.12.19 19:10
1475
ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი აცხადებს, რომ ინვესტორებმა უკვე გადაწყვიტეს ფულის ჩადება გაერთიანებულ სამეფოში, მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა "ბრეიქსთის" კონკრეტული თარიღი დაასახელა. როგორც როიტერი აღნიშნავს, პროცესი მომავალი თვიდან არის დაანონსებული.

ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი აცხადებდა, რომ "ბიზნესი დაიღალა გაურკვევლობით და კითხვებზე ზუსტი პასუხები სჭირდებოდათ".

"დღეს დილიდან უკვე ვიცი, რომ კონკრეტულმა ინვესტორებმა გადაწყვიტეს ფულის დაბანდება გაერთიანებულ სამეფოში და ეს დღევანდელი არჩევნების შედეგის დამსახურებაა", – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რო გუშინ, ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ბორის ჯონსონის ლიდერობით კონსერვატორულმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მომავალ პარლამენტში 650-დან 364 ადგილს დაიკავებს. ამჯერად ბრექსიტის ვადად 2020 წლის 31 იანვარია განსაზღვრული და მოსალოდნელია, რომ მსგავსი საპარლამენტო უმრავლესობით ბორის ჯონსონი მოიპოვებს პარლამენტის თანხმობას ბრექსიტის შეთანხმებაზე და ბრიტანეთი საბოლოოდ დატოვებს ევროკავშირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები