მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რეკორდულად მაღალი გადასახადების შემცირებას არ გეგმავს

რიში სუნაკი

გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ელიტა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, მთავარი განსახილველი საკითხი კი რეკორდულად მაღალი გადასახადებია.

პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და მისი სამთავრობო გუნდი გადასახადების შემცირებას ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ სოციალური პროექტების მხარდაჭერა მაღალი გადასახადების გარეშე შეუძლებელი იქნება.

ოპოზიციის წარმომადგენლები სუნაკის გუნდის მიერ გატარებულ პოლიტიკას არარაციონალურად აფასებენ და ამბობენ, რომ ასეთი მაღალი გადასახადები ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აფერხებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქვეყანაში მაღალი ინფლაციის დონეა და მოსახლეობას ფასების ზრდის ტემპი აწუხებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ დიდ ბრიტანეთში საშემოსავლო გადასახადი, წლიური ბრუნვის მიხედვით, 20-დან 40%-ის ფარგლებში მერყეობს. დივიდენდი დაახლოებით 30%-ით იბეგრება; ეროვნული დაზღვევის გადასახადი თითქმის 12%-ია; დანაზოგი კი 20%-ით იბეგრება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები