დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ამის შესახებ BBC-ის ცნობით, ბრიტანეთის თემთა პალატაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.
მისი თქმით, კიდევ სამ ბანკს დაუწესდა სანქციები, მათ შორისაა „რუსეთის ეროვნული განვითარების ბანკიც“. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიყინება მათი აქტივები. მინისტრის თქმით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მსგავსი ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებენ.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის პორტებში აღარ მიიღებენ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ, რუსეთში რეგისტრირებულ ან რუსეთის მიერ კონტროლირებად გემებს.




























