გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ეცემა - აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 6.7% შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.
შენელების ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებითაც. CPI-ის დონემ გასულ თვეს 6.2% შეადგინა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ მაღალი ინფლაციის დასაძლევად გასულ თვეს ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 5.25%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.