მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ინფლაცია გაიზარდა

ბრიტანეთი

გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციის დონეს, ანუ Core CPI-ს, აღნიშნული მაჩვენებელი 5.1%-ით განისაზღვრა, რაც ასევე 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ მაღალი ინფლაციის დასაძლევად, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 5.25%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები