მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთში ომიკრონით ინფიცირების მატების შედეგად რესტორნები და ბარები იკეტება

61bc863b991b2
ნათია თაქთაქიშვილი
17.12.21 22:23
1528
დიდ ბრიტანეთში ომიკრონით ინფიცირების შედეგად რესტორნები და ბარები საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე იკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჰორეკა სექტორი აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებების გამო მივიდა, როგორიც შემცირებული ჯავშნები და დიდი რაოდენობით ინფიცირებული თანამშრომლებია.

კაფე-ბარების და რესტორნების დახურვა ბრიტანეთის მთავრობის ახალი თავსატეხია, რადგან მას პირდაპირი გავლენაა აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რიშ სუნაკმა უეცრად შეწყვიტა ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში და გაუარესებული ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა.

სუნაკის განცხადებით, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც მთავრობა ბიზნესს რეგულაციებს უწესებს, თუმცა მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც არანაკლებ ნეგატიური გავლენა აქვს ეკონომიკაზე.

პორტალ OpenTable-ის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ჯავშნები დაახლოებით 24%-ით დაეცა ბოლო დღეებში 2019 წელთან შედარებით. გლობალურად კი, ჯავშნები დაახლოებით 18%-ით და 15%-ით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში დიდი ბრიტანეთის GDP-ი მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები