მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში პაბები, რესტორნები, მუზეუმები და კინოთეატრები 4 ივლისიდან გაიხსნება

5ef20b84249f7
ნათია თაქთაქიშვილი
23.06.20 20:41
930
დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპის ფარგლებში 4 ივლისიდან პაბები, რესტორნები, მუზეუმები და კინოთეატრები გაიხსნება. ამის შესახებ პარლამენტში გამოსლისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მუშაობას განაახლებს აგრეთვე სილამაზის სალონები. გაიხსნება საბავშვო მოედნები და კემპინგები.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ასევე გადახედავს სოციალური დისტანცირების დაცვის წესს, სავარაუდოდ 2-მეტრიანი დისტანცია 1 მეტრამდე შემცირდება.

2-მეტრიანი სოციალური დისტანცირების შემცირებას ასევე მოითხოვენ რესტორნები და კაფე-ბარები. ისინი აცხადებენ, რომ მათი ბიზნესი განწირულია თუ აღნიშნული ზომების შეცვლა არ მოხდა მიმდინარე კვირას.

ამასთანავე, ბიზნესის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებიან მეცნიერები და მათი განცხადებით, მთავრობა ჩქარობს კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვების შემსუბუქებას.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ჯამურად 305,289 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 42,647 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები