მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთში რუსეთთან დაკავშირებული მასშტაბური თაღლითური ქსელი აღმოაჩინეს

ჰაკერი

დიდი ბრიტანეთის ეროვნული დანაშაულის სააგენტომ (NCA) „ოპერაცია დესტაბილიზაციის“ ფარგლებში, გამოავლინა და გაანეიტრალა მილიარდდოლარიანი ფულის გათეთრების თაღლითური ქსელი, რომელიც უშუალოდ კავშირში იყოს რუსეთის სამხედრო ძალებთან და ის სანქცირებული ქვეყნისთვის დაფინანსების მიწოდებას ცდილობდა.

სააგენტოს განცხადებით, ეს ქსელი, რომელიც გლობალური მასშტაბით ოპერირებდა, ასევე აქტიურად მოქმედებდა გაერთიანებულ სამეფოში, რა დროსაც ცდილობდა სანქციების გვერდის ავლას ყირგიზეთში ბანკის შეძენის გზით. ეს ნაბიჯი უზრუნველყოფდა რუსეთისთვის კრიტიკული ტრანზაქციების განხორციელებას თავისი სამხედრო ინტერესების დასაფინანსებლად.

მარტივად რომ ვთქვათ, ქსელის მფლობელობაში არსებული ყირგიზული ბანკით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იარაღს და სამხედრო ტექნიკას ყიდულობდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ამჟამინდელი მონაცემებით, ოპერაციის ფარგლებში უკვე დაპატიმრებულია 128-ზე მეტი პირი და ამოღებულია 25 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული და კრიპტოვალუტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები