დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, ქვეყანაში საცალო გაყიდვები 17.4%-ით გაიზარდა მეორე კვარტლის მონაცემებთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მესამე კვარტლის მონაცემებით, განსაკუთრებული ზრდა შეინიშნება სასურსათო პროდუქტებზე, თუმცა საწვავზე და არასასურსათო პროდუქტზე მოთხოვნა ისევ შემცირებულია.
გამოცემა წერს, რომ არასასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნა მხოლოდ 1.7%-ით გაიზარდა თებერვალთან შედარებით, ხოლო საწვავზე მოთხოვნა 8.6%-ით არის შემცირებული თებერვალთან შედარებით.
„საგანგებო მდგომარების მოხსნის მიუხედავად,ზოგიერთი აკრძალვა ისევ ძალაში რჩება, ასევე მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლიდან აგრძელებს მუშაობას, შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით მიმოსვლა შემცირებულია და საწვავზეც ნაკლები მოთხოვნაა“, - აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებაში.
რაც შეეხება ონლაინ გაყიდვებს, ინტერნეტ გაყიდვები 27.5%-ით გაიზარდა თებერვლის თვესთან შედარებით.