მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანულმა Fintech Farm-მა $32 მილიონი მოიზიდა

Fintech Farm

ბრიტანულმა ფინტექ-კომპანიამ, Fintech Farm-მა, რომელიც ტრადიციულ ბანკებს ციფრულ ბანკებად, ანუ ნეობანკებად გარდაქმნაში ეხმარება, $32 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა.

Fintech Farm-ი 2020 წელს, ლონდონში დაფუძნდა, ხოლო კომპანიის დამფუძნებლები უკრაინელი ანტერპრენიორები არიან, მათ შორის უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, Monobank-ის დამფუძნებელი, დმიტრო დუბილეტი, KPMG-ის ყოფილი მენეჯერი, ნიკ ბეზკროვნი და ქლაუდ-კომპანია Corezoid-ის დამფუძნებელი ალექსანდრ ვიტიაზი.

როგორც დმიტრო დუბილეტი გამოცემა Sifted-თან ამბობს, Fintech Farm-ი BaaS-ტიპის ბიზნესია, ანუ კომპანიის მთავარ სერვისს ბანკინგი წარმოადგენს, რომელიც, დამფუძნებლის თქმით, მოიცავს ყველაფერს, რაც დიდი და მოგებიანი ციფრული ბანკის შესაქმნელად არის საჭირო. Fintech Farm-ის პროდუქტებს შორის ვხვდებით, როგორც სადებეტო და საკრედიტო ბარათების მსგავს ტრადიციულ საბანკო პროდუქტებს, ასევე განაწილების და აქციებით ვაჭრობის თანამედროვე გადაწყვეტებს. თავად კომპანია შემოსავალს მნიშვნელოვანი KPI-ის მიხედვით იღებს, ესენია - მომხმარებელთა რაოდენობა და შემოსავალი.

ბრიტანული Fintech Farm-ის გადაწყვეტებს, ამ დროისთვის, აზერბაიჯანსა და ვიეტნამში იყენებენ. პირველად, კომპანია სწორედ აზერბაიჯანში შევიდა და ადგილობრივ ბანკს დაუპარტნიორდა - დღეს, Fintech Farm-ის ბაზაზე შექმნილ გადაწყვეტებს აზერბაიჯანში მილიონი მომხმარებელი იყენებს, ანუ მოსახლეობის მეათედი. ვიეტნამში კი, Fintech Farm-ის პარტნიორად Orient Commercial Joint Stock Bank-ი გვევლინება, რომლის ბაზაზე ნეობანკი Liobank-ი შეიქმნა. როგორც ბრიტანული კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, უახლოეს მომავალში Fintech Farm-ის სერვისები ინდოეთში და ყირგიზეთში გაეშვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები