მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

British Airways-ი მთავრობას ტურიზმის აღდგენისკენ მოუწოდებს

609531848b3c3
ნათია თაქთაქიშვილი
07.05.21 22:00
614
ბრიტანეთის წამყვანი ავიახაზები British Airways-ი აცხადებს, რომ მზად არის ფრენების განახლებისათვის და დიდი ბრიტანეთის მთავრობას საერთაშორისო ტურიზმის დროული აღდგენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

British Airways-ის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აუცილებლად უნდა განიხილოს ზოგიერთ ქვეყანასთან „თავისუფალი მიმოსვლის“ საკითხი, რაც ტურისტებისთვის საკარანტინე პერიოდის გავლას არ გაითვალისწინებს.

British Airways-ი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ ავიაკომპანია ისედაც მნიშვნელოვნად დააზარალა და პანდემიამდე მდგომარეობას ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდება, რადგან მათი თვითმფრინავების უმრავლესობა ისევ გაჩერებულია.

ავიაკომპანიის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში British Airways-ის შემოსავლები 4.6 მილიონი ევროთი შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 968 მილიონ ევრო შეადგინა. თუმცა კომპანიას შემოსავლები გაეზარდა ტვირთების გადაზიდვიდან, საიდანაც British Airways-მა 350 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყნის საზღვრების გახსნა 17 მაისიდან დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები