მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბულგარეთმა რუსული რეგისტრაციის გემებისთვის ყველა პორტი დახურა

642e9bfcd321d
მარიამ ვარადაშვილი
06.04.23 15:26
525
ბულგარეთმა რუსული გემებისთვის ყველა თავისი პორტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, 8 აპრილიდან ბულგარეთის პორტებში ვერ შევლენ ნებისმიერი დროშის ქვეშ მცურავი გემები, რომლებსაც გადაზიდვების სერტიფიკატი რუსეთის რეესტრის მიერ აქვთ მინიჭებული.

ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ბოლო სანქციების პაკეტს უკავშირდება. ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, რუსეთის დროში ქვეშ მცურავი გემებისთვის ბულგარეთმა პორტები გასულ წელს დახურა და ახლა აკრძალვა სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ რუსულ გემებსაც შეეხება, რომელთაც გადაზიდვების სერტიფიკატი რუსეთის რეესტრის მიერ აქვთ მინიჭებული.

კერძოდ, ევროკავშირმა სანქციების მეხუთე პაკეტი ერთი წლის წინ მიიღო. ეს რაუნდი მოიცავდა ქვანახშირის, ხე-ტყისა და სხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვას. სანქციების მეხუთე პაკეტში ასევე მოხვდა რუსეთის ოთხი ბანკი, მათ შორის VTB, რომელთაც ყველა სახის ტრანზაქცია აეკრძალათ.