თურქეთმა და ბულგარეთმა გაზის სექტორში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმებით ბულგარეთს თურქეთის თხევადი გაზის ტერმინალებთან ექნება წვდომა.
13-წლიანი შეთანხმება ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანია "ბულგარგაზსა" და თურქეთის გაზის ტრანსპორტირების კომპანია Botas-ს შორის გაფორმდა.
რუსულ გაზზე თითქმის სრულად დამოკიდებული ბულგარეთი ბუნებრივი გაზის ახალ მომწოდებელს ეძებს, მას შემდეგ, რაც Gazprom-ს რუბლში საფასურის გადახდაზე უარი უთხრა. ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, თურქეთის ტერმინალებიდან წლიურად დაახლოებით მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიღება სურთ.
თავის მხრივ თურქეთში რუსეთის გაზის იმპორტი გრძელდება და კრემლმა ქვეყანაში რუსული გაზის მოსაწყობად ჰაბის შექმნის სურვილი ღიად გამოხატა, რაც აჩენს შესაძლებლობას რომ საკუთარი ენერგორესურსები სხვადასხვა ქვეყანაზე ფარულად გაყიდოს. ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ისინი ვერ გააკონტროლებენ ქვეყანაში სად წარმოებული ბუნებრივი გაზი შევა, თუმცა LNG-ის რუს მიმწოდებლებთან ხელშეკრულებას არ გააფორმებენ.