მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბულგარეთში რესტორნების მფლობელები გახსნას ითხოვენ

6012b09832b25
ნათია თაქთაქიშვილი
28.01.21 20:41
1900
ბულგარეთში რესტორნების მფლობელები გახსნას ითხოვენ, მათ მოთხოვნა გუშინ დედაქალაქ სოფიას ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააფიქსირეს. აქციაში მონაწილეობა რესტორნებისა და კლუბების მფლობელებმა, ასევე მიმტანებმა და ბარმენებმა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დაახლოებით 1 500-მა ადამიანმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მათთვის მუშაობის შესაძლებლობის მიცემისა და დაგვიანებული კომპენსაციების გადახდისკენ მოუწოდა.

გამოცემა წერს, რომ ბულგარეთში ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების ფონზე, საშუალო სკოლების, სავაჭრო ცენტრებისა და სავარჯიშო დარბაზების თებერვლიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, რესტორნების, ბარებისა და კაფეების გახსნა კიდევ ერთი თვით გადაიდო.

წინასწარი მონაცმებით, ქვეყანაში ღამის კლუბები შესაძლოა, მარტის შუა რიცხვებიდან გაიხსნას, თუ ამის შესაძლებლობას მთავრობას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მისცემს.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შესაძლოა, კიდევ უფრო მკაცრი კარანტინი გამოიწვიოს, შეზღუდვები ძალაში უნდა დარჩეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები