მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ცალკე ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი ამ ტვირთს ვერ აწევს“ - მაია ბითაძე ნარჩენების მართვაზე

60056b7caeb03
ნუცა ბაზლიძე
18.01.21 19:50
1015
პარლამენტის წევრი მაია ბითაძე გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საკითხს შეეხო, რომელიც ნარჩენების მართვაში ბიზნესის პასუხისმგებლობას მოიაზრებს. მისი განმარტებით, საბოლოო სქემის მიხედვით, პროექტი სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამონაწილეობას ითვალისწინებს.

„ცალკე ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი ამ ტვირთს ვერ აწევს. საჭიროა, თანამონაწილეობა იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება შესრულდეს და, მეორე მხრივ, ქალაქებმა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა უზრუნველყონ“, - აღნიშნავს ის.

როგორც მაია ბითაძე აცხადებს, ნარჩენების მართვის საკითხისთვის, მხოლოდ თბილისში, ყოველწლიურად, დაახლოებით, 30 მილიონი ლარის ინვესტიციაა საჭირო; შესაბამისად, მისი სრულად ბიზნესისთვის გადაბარება დიდი ზეწოლა იქნებოდა.

„ბიზნესი ამისთვის ფიზიკურად ვერ იქნება მზად. ეს ვალდებულება სრულყოფილად რომ შეასრულონ, მაშინ მოუწევთ გაკოტრდნენ და მარტო ნარჩენების მართვაზე გადავიდნენ,“ - განმარტავს დეპუტატი.

გარდა ამისა, მაია ბითაძე აღნიშნავს, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, პროექტის საბოლოო სახე ბიზნესთან შეჯერებულია. მისივე განმარტებით, საკითხი მოლაპარაკებების გაგრძელებას კვლავ საჭიროებს.

„არ ვიღებთ დოკუმენტს, რომელიც გაუაზრებელია. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი დოკუმენტის ცვლილება შესაძლებელია“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები