მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალური სისხლის ბანკის აღჭურვისა და ჩამბარებელი პუნქტებისთვის 17 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება - გაბუნია

6282aad838264
ალა ისპირიანი
17.05.22 01:00
1034
ცენტრალური სისხლის ბანკის აღჭურვისა და ჩამბარებელი პუნქტებისთვის 17 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხის და უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრალური სისხლის ბანკის აღჭურვა/რეაბილიტაციისთვის 16 მლნ ლარია საჭირო, ხოლო სისხლის ჩამბარებელი დამატებითი პუნქტების და ტრანსპორტირების სისტემისთვის 1 150 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

"2024 წლის 1 იანვრისთვის სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში ზედამხედველობისთვის სპეციალური ერთეული უნდა შეიქმნას. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო არის ორგანო, რომელიც დღესაც ბევრ ფუნქციას ახორციელებს სხვა ფარმაცევტულ პროდუქტებთან მიმართებაში და იქ დამატებითი ადამიანური რესურსის მობილიზების და ტრენინგის ფონზე მინიმალური დანახარჯით შესაძლებელი იქნება ამ კომპეტენტური ორგანოს ჩამოყალიბება და ამოქმედება.

2025 წლის 1 იანვრისთვის დაგეგმილია სისხლის პროდუქტების წარმოების ცენტრალიზებული ამოქმედება. ასევე 2025 წლისთვის იგეგმება სრულიად უანგარო დონაციაზე გადასვლა. 2025 წლის 1 იანვრისთვის ასევე სამედიცინო დაწესებულებების სისხლის ბანკების სისტემის განახლება.

კანონში 2 განსხვავებული ტერმინი შემოდის, კერძოდ, სისხლის დაწესებულება, სადაც სისხლის პროდუქტების დამუშავება და წარმოება მოხდება სისხლის პროდუქტის გადასხმისთვის.
მეორე არის სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი, სადაც წარმოების პროცესი არ მიმდინარეობს, იქ მხოლოდ სისხლის შეგროვების პროცესი მიმდინარეობს.

ცენტრალური სისხლის ბანკის აღჭურვა რეაბილიტაციისთვის საჭიროა 16 მლნ ლარი და 2024 წლის ბოლომდე იქნება ამის რეალიზაცია.

ასევე სისხლის ჩამბარებელი დამატებითი პუნქტების და ტრანსპორტირების სისტემისთვის მთლიანად 2022-2025 წლის ფარგლებში ეტაპობრივად 1 150 000 ლარის ინვესტიცია იქნება საჭირო", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

3 სისხლის ბანკის ჩამოყალიბება იგეგმება, მათგან 1 აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფო - თამარ გაბუნია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები