COVID-19 პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე, აღმასრულებლები გლობალური ეკონომიკის აღდგენას ოტიპიმზიმთ უყურებენ. ამის შესახებ PricewaterhouseCoopers-ის კვლევაშია საუბარი.
ორგანიზაციის მიერ გამოკითხულთა 76% 2021 წელს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებასცწინასწარმეტყველებს. აღნიშნული მონაცემები აღებულია PwC–ის 24–ე ყოველწლიური კვლევიდან, რომლის ფარგლებშიც 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში, 100 ქვეყნის მასშტაბით 5,050 აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირი გამოიკითხა.
აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირების პროცენტული წილი, რომლებიც ზრდას პროგნოზირებენ, გაიზარდა 2020 წლის 22%-დან და 2019 წლის 42%-დან, რაც ოპტიმიზმის ყველაზე მაღალ დონეს წარმოადგენს მას შემდეგ, რაც ეს კითხვა დაემატა კვლევას 2012 წელს.
აღმასრულებელ ხელმძღვანელ პირებს შორის გლობალური ეკონომიკური ზრდის მიმართ ოპტიმიზმი განსაკუთრებით ძლიერია ჩრდილოეთ ამერიკაში (86%) და დასავლეთ ევროპაში (76%), აღნიშნულ რეგიონებში აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირები გლობალური ზრდის გაუმჯობესებას მომავალ წელს პროგნოზირებს.
”ადამიანური ტრაგედიისა და სერიოზული ეკონომიკური სირთულეებიდან ერთი წლის შემდეგ, გამამხნევებელია იმის დანახვა, რომ ინვესტიციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასა და პერსონალის დაქირავებაზე პასუხისმგებელი პირები ფრთხილი ოპტიმიზმით
არიან განწყობილნი მომავალი წლის მიმართ. აღმასრულებლებს სჯერათ, რომ ზრდა დაბრუნდება, რაც განპირობებული იქნება ვაქცინების სწრაფი შექმნით და გავრცელებით მსოფლიოს უდიდეს ნაწილში”, - განაცხადა ბობ მორიცმა, PwC-ის გლობალური ქსელის
თავმჯდომარემ.
„აღმასრულებელ ხელმძღვანელ პირებს გაურკვევლობებითა და მღელვარებებით აღსასვე გასული წლის გააზრება და გადაწყობა მოუწიათ, ამასთანავე მათი პასუხისმგებლობა იყო გამხნევება და მხარდაჭერა თანამშრომლებისა, რომლებსაც არსებულ საგანგებო
ვითარებასთან გამკლავება უხდებოდათ.
”აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირები ორი ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე დადგნენ: პირველი, თუ როგორ უნდა დაამყარონ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრთან, რომელთა ბიზნესის მიმართ მოლოდინი კიდევ უფრო გაიზარდა; და მეორე, როგორ უნდა ადაპტირდეს მათი ბიზნესი და მიაღწიოს მდგრად შედეგებს სწრაფად ცვალებად გარემოში. ორგანიზაციები, რომლებიც ამ სირთულეებს გადალახავენ, საუკეთესოდ შეძლებენ პანდემიიდან გამოსვლას, როგოც ყველაზე მდგრადი, ძლიერი და პროდუქტიული ბიზნესები და წარმატებით დაძლევენ მომავალ რყევებსაც”- განაცხადა მორიცმა.