მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტორები, დონორები ლუპით უყურებენ ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს“ - მიხეილ კუკავა

641331c3011f1
ელენე გოგბერაშვილი
16.03.23 21:34
820
ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა. გავლენიანი ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის მიერ "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ინდექსის მიხედვით, ეკონომიკის თავისუფლებით, საქართველო 68.7 ქულით მსოფლიო რეიტინგში 176 ქვეყანას შორის 35-ე ადგილზეა. შეიცვალა საქართველოს სტატუსიც. ჩვენმა ქვეყანამ მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფიდან ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა.

ყველაზე მეტად, 24.1 პუნქტით, საქართველოს ქულა ფისკალურ სტაბილურობაში შემცირდა, რაც პანდემიის გამო გაზრდილმა ბიუჯეტის ხარჯებმა, ბიუჯეტის დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა განაპირობა. 9.5 პუნქტით გაუარესდა საკუთრების უფლების დაცვის მიმართულება. 4.3 პუნქტით გაუარესდა ბიზნესის თავისუფლების ქულა, რაც რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება.

თუ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პოზიციებს გადავხედავთ, რეიტინგში საქართველო ყველაზე მაღალ პოზიციას ანუ მე-7 ადგილს – 2017 წელს იკავებდა. 35-ე ადგილზე ქვემოთ კი ბოლოს 2004 წელს იყო. ეკონომისტების შეფასებით, ჰერითიჯის ბოლო რეიტინგი საყურადღებო ტენდენციას ასახავს. „ინვესტორები ლუპით უყურებენ ამ რეიტინგს“- ამბობს IDF-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ასეთი მკვეთრი ჩამოქვეითება არის ნიშანი, რომ ქვეყანა სწორი გზით არ ვითარდება. არ დაგვავიწყდეს, რომ 2012 წელთან შედარებით საქართველო 14 ადგილით გადავიდა უკან. ვიყავით 21-ე ადგილზე, ახლა ვართ 35-ე ადგილზე. ამასთან ქვეყანამ გადაინაცვლა ძირითადად თავისუფალი ქვეყნებიდან ზომიერად თავისუფალი ქვეყნების რიგში. ეს არის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისთვის ცუდი.

ინვესტორები, დონორები, კრედიტორები ლუპით უყურებენ ეკონომიკური თავისუფალი ინდექსის ქულებს, მათ შორის კანონის უზენაესობის ნაწილს, მარეგულირებელ ეფექტურობას, სადაც შედარებთ ნაკლები პრობლემები გვაქვს. უყურებენ პირველ რიგში სასამართლოს ეფექტიანობას, სადაც ნამდვილად ცუდად გვაქვს საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ის ქვექულებიც, რაც ბევრ ქვეყანაზე უკეთესია, რაც არის მთავრობის ზომა, ასევე საგადასახადო ტვირთი, აქაც უნდა გვაქსოვდეს, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემები.

ინდექსი რომ გვადარებდეს შედარებად ქვეყნებს და არა ყველა ქვეყანა, აქაც გვექნებოდა დაბალი ქულა. საქართველოს შედარება არ შეიძლება დიდ ბრიტანეთთან, სადაც მშპ-ს ზრდის ხარჯებთან ფარდობა არის 50%-ზე მეტი, განვითარებადი ქვეყნის შემთხვევაში ეს ფარდობა რომ გადავიტანოთ მივიღებთ სრულ კატასტროფას. აქ არის მეთოდოლოგიური პრობლემები. ამ პირობებშიც კი საქართველოს გამოუვიდა გაცილებით დაბალი ქულა, ვიდრე წინა წლებში“,-განმარტავს მიხეილ კუკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები