მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცერცვაძე: ქვეყანა რეცესიიდან უნდა გამოვიდეს, თუმცა ამ დროს ინფიცირების რისკი იზრდება

5ea44c374653f
დავით ჯალაღონია
25.04.20 18:40
1061
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, კარანტინის შემსუბუქება და ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლა აუცილებელია, თუმცა ამ პირობებში ინფიცირების რისკი იზრდება.

"საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებების და კარანტინის შემსუბუქება გარდაუვალია, რადგან ქვეყანა ამ პირობებში დიდხანს ვერ იარსებებს, ელემენტარულად ადამიანებს უკვე უჭირთ და რაც მთავარია, ქვეყანა რეცესიიდან უნდა გამოვიდეს, ეს უბრალოდ აუცილებელია და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ინფიცირების რისკი იზრდება და რა თქმა უნდა, ამ პირობებში მასობრივი ტესტირება იქნება სასარგებლო", - განაცხადა ცერცვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებას ამ ვირუსთან თანაცხოვრება მოუწევს.

"ჩვენ მოგვიწევს კოჰაბიტაცია, თანაცხოვრება ამ ვირუსთან, ამას უნდა შევეგუოთ, რომ კოვიდის ცალკეული, შეიძლება ათეული შემთხვევები იქნება ჩვენს ქვეყანაში და ამან არ უნდა გამოიწვიოს გადაძაბვა და იმის საფრთხე, რომ ათასეული ადამიანი გახდეს ავად, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში მოხდა", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები