მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, „ოცნებამ“ 49%-მდე მიიღო, ენმ-მ - 31%

61592995ea9e8
თელარა გელანტია
03.10.21 07:53
1514
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში, „ქართულ ოცნებას“ 48,56 %-იანი მხარდაჭერა აქვს, „ნაცმოძრაობას“ კი - 31,23%-იანი.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, 3743 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 1446 უბნის მონაცემები.

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 48,56 %,
„ნაციონალური მოძრაობა“ – 31,23 %,
„გახარია - საქართველოსთვის“ – 6,87 %,
„ლელო“ – 2, 6 %,
"ევროპული საქართველო" - 1,82;
„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1, 27 %,
„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1.25 %;
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 1.04 %,
„გირჩი“ – 0.71 %,
„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 0.61 %,
„ელენე ხოშტარია - დროა“ - 0.38 %,
„ანა დოლიძე - ხალხისთვის“ - 0.6 %.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები