მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ChatGPT-მაც თქვა, რომ კანონი რუსულ ნარატივს ჰგავს - ომოფოქსი

ქიტუაშვილი

სტარტაპ "ომოფოქსის" დამფუძნებლის მახო ქიტუაშვილის თქმით, მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს და ChatGPT-ს რუსული და ამერიკული კანონების შედარება სთხოვეს, რის შემდეგაც ჰკითხეს - თუ საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მიიღებდნენ, რომელ ვარიანტს უფრო დაემსგავსებოდა.

"ChatGPT-მ პირდაპირ თქვა, რომ ის, რუსულ ნარატივს უფრო ჰგავს", - ასე აფასებს სტარტაპერი BMGTV-ს გადაცემა, „საქმიან დილაში“ სტუმრობისას "რუსულ კანონს", რომელიც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში მეორედ მოუაბრუნა და მეორე მოსმენით მიიღო.

მისი შეფასებით, ქვეყანაში წარმოებისა და სტარტაპის შექმნისთვის შესაბამისი გარემო და თავისუფალი აზროვნებაა საჭირო. ამასთან, მნიშვნელოვანია თავისუფალ კაპიტალზე წვდომა. ბოლო წლებში კი სტარტაპინდუსტრია სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობითა და საერთაშორისო დონორების ხელშეწყობით განვითარდა.

„საქართველო ახლა განვითარებადი ქვეყანაა. განვითარებად ქვეყანაში, სხვადასხვა ინსტიტუციური ინვესტორები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი, USAID-ის მსგავსი ორგანიზაციები ეხმარებიან და ცდილობენ, რომ სხვადასხვა დარგებს ბიძგი მისცენ. ასე დაიწყო საქართველოში სტარტაპ გარემოს განვითარება, რომელიც ჩემი აზრით, მომავალ 5-დან 10 წლამდე რაღაც დოზით შედეგს მოიტანს, მაგრამ აქ შემდეგ პრობლემას ვაწყდებით. კერძოდ, როდესაც შენ გიწევს ინვესტორთან შეხვედრა, რომელიც არის ამერიკელი, ევროპელი ან რომელიმე განვითარებული ქვეყნიდან, ხშირად ისინი ითხოვენ, რომ კომპანია უცხოეთში გააკეთო, რადგან ადგილობრივი კანონმდებლობა მათთვის უცხოა. რუსული კანონის მიღებით კი, ეს პროცესები კიდევ უფრო შეფერხდება და გართულდება. მაგალითად, დღეს დუბაი მეწარმეებს სხვადასხვა ქვეყნიდან იწვევს და რელოკაციას, საუკეთესო ოფისს, გარემოს აფინანსებს, რათა იქ სტარტაპმა რამე ინოვაცია გააკეთოს.

კოვიდმაც აჩვენა, რომ ქვეყნის მხოლოდ ერთ რესურსზე დამოკიდებულება, საერთო ჯამში მომავლისთვის არ არის მდგრადი. იმისათვის, რომ ქვეყანაში რაიმე აწარმოო ან სტარტაპი შექმნა, ამისათვის შესაბამისი გარემო და თავისუფალი აზროვნებაა საჭირო. ამასთან, მნიშვნელოვანია თავისუფალ კაპიტალზე წვდომა. ჩემი აზრით, საქართველოში რა გარემოც იქნება, ამ შესაძლებლობებს ამცირებს. გრძელვადიან პერიოდში შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანების ქვეყნიდან გადინება, ვიდრე შემოდინება“, - აცხადებს ქიტუაშვილი.

მისივე ცნობით, აღნიშნულმა კანონმა შეიძლება თავისუფალი ხმა შეამციროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები