მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Check-in Travel-სა და უზბეკეთის საელჩოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

cheqiki

ტურისტულ კომპანია Check-in Travel-სა და ოფიციალურ უზბეკეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ხვალ თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია - უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უზბეკეთის სრულუფლებიანი ელჩი, უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი, უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის სამმართველოს ხელმძღვანელი და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დელეგაციას ოფიციალურად უმასპინძლებს ქართული უმსხვილესი ტურისტული კომპანია Check-in Travel.

როგორც bm.ge-ის კომპანიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სირაძემ განუცხადა, ფიქრობს, რომ უზბეკეთიდან ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ გაიზრდება.

„ვინაიდან ძალიან აქტუალური გახდა უზბეკეთის და ცენტრალური აზიის კოლაბორაცია საქართველოსთან აბრეშუმის გზის ფორმატში, ჩვენმა კომპანიამ შემოიყვანა პირდაპირი ავიახაზები, დაიწყო ჩარტერული რეისები და ქვეყნისთვის უპრეცედენტო რაოდენობის, 33 რეისი შესრულდა და მომდევნო წელს უფრო მეტი - 50 ავიარეისის შესრულება იგეგმება. რაც შეეხება მემორანდუმს, პირდაპირ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩვენი კომპანია სახელდება როგორც ელჩი საქართველოსი და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ზრუნავს ამ ორი ერის ეკონომიკური და ტურისტული მიზნების გაღრმავებისთვის. ერთმანეთთან მუდმივად ვითანამშრომლოთ, ვაკეთოთ მარკეტინგული კამპანიები, მეტი ინვესტორი დავაინტერესოთ ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური მიმოცვლით და რაც მთავარია, მესამე მხარისათვის ამ ორი ქვეყნის ერთობლივი კოლაბორაცია შედგეს, რომ კომბინირებული რეგიონი გახდეს“, - თქვა ნიკოლოზ სირაძემ და დასძინა, რომ მარკეტინგული კამპანიების წარმოებაში ჩართული იქნება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც.

სასტუმრო „ბილტმორში“ ოფიციალურად მოეწერება ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს „ჩექინ თრეველის“ გენერალურ დირექტორს ია გედავანიშვილსა და უზბეკეთის სრულ უფლებიან ელჩს ბატონ ბახრომ აშრაფხანოვს Bakhrom Ashrafkhanov - ს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები