მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Check24 - დაჯავშნის კომპლექსური სერვისი საქართველოში

5ed40ec4c958e
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.20 10:10
1515
www.Check24.ge  – ახალი პლატფორმაა გართობის და დასვენების სფეროში, რომელიც შიდა ტურიზმის ამოქმედებისა და უცხოელებისთვის ქვეყნის საზღვრების გახნის შემდეგ პარტნიორებსა და მომხმარებელს მათთვის საინტერესო, კომპლექსურ და მისაღებ სერვისს სთავაზობს.

„ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ ადამიანებს დაისვენონ, გაერთონ და მოინახულონ საქართველოს საუკეთესო ადგილები, დააგემოვნონ ქართული და არა მხოლოდ ქართული კერძები. ყველაფერი ეს კი მოახერხონ ონლაინ, მარტივად და კომფორტულად.

ქართულენოვან სივრცეში არ არსებობდა პლატფორმა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა საქართველოში გართობისა და დასვენებისთვის ყველა საჭირო სერვისის მოძიება და დაჯავშნა.

ჩვენი საშუალებით ადგილობრივ და საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ვიზიტორებს შეუძლიათ მარტივად მოიძიონ და დაჯავშნონ სასურველი სასტუმრო, ჰოსტელი, ბინა, ტური, რესტორანი, ბარი, კაფე, სატრანსპორტო საშუალება და ყველაფერი ის, რაც გართობისა და დასვენებისთვის არის საჭირო.

ჩვენი პლატფორმის საშუალებით მოხერხებულად უკავშირდება ერთმანეთს სერვისის მიმწოდებელი და მიმღები“, - ასე აღწერს ტურიზმის სფეროში ახლად ამოქმედებული პლატფორმა მისი შექმნის მიზანსა და იდეას.



ინფორმაციულობა, დაჯავშნის სიმარტივე, პირადი ანგარიშების მართვა, პირდაპირი კავშირი პლატფორმის პარტნიორებთან, მათგან პერსონალური შეთავაზებების მიღება და პირადი ინფრომაციის მარტივი მართვა - ეს იმ სერვისის მოკლე აღწერაა, რომელსაც პლატფორმა პარტნიორებსა და ვიზიტორებს სთავაზობს.

კონკრეტულად კი, www.Check24.ge  პარტნიორებს სთავაზობს:

• შეთავაზებების განთავსების და ჯავშნების მართვის მოქნილ და მრავალფუნქციურ სისტემას;
• ჯავშნების კალენდარს;
• ჯავშნების ცხრილს დეტალური ინფორმაციით და გაფილტვრის საშუალებით;
• ვებგვერდიდან გაუსვლელად მყისიერი შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას ვიზიტორთან;
• შეხსენების ფუნქციას პარტნიორისთვის დაუმუშავებელ ჯავშანზე;
• ელ.ფოსტაზე ჯავშნის შექმნისა და მისი სტატუსის ცვლილებისას შეტყობინებების მიღებას.
• ინვოისების გენერაციის ავტომატურ სისტემას;
• ეს ყველაფერი არა საკომისიო მომსახურების, არამედ მხოლოდ მინიმალური სატარიფო გეგმის საფასურად. ამასთან,  www.Check24.ge  პარტნიორებს, აქციის ფარგლებში, შეთავაზებების 6 თვიან უფასო განთავსებას სთავაზობს;



მალე, საქართველოში შიდა ტურიზმი ამოქმედდება, რამდენიმე თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ მიმართულებით ოპერირებენ www.Check24  -ზე შეთავაზების განახლება და ადგილობრივ მომხმარებლისთვის თავის შეხსენება კი კარგი საშუალება იქნება.

რაც შეეხება ვიზიტორებს - მოგზაურობის, გართობისა და თუ დასვენების მოყვარულებს, მათთვის Check24.ge-ზე მრავალფეროვანი ფუნქციონალი მოქმედებს:

• უამრავი სერვისი გართობისა და დასვენებისთვის საქართველოში;
• მარტივი საძიებო სისტემით პლატფორმიდან სასურველი სასტუმროს, ჰოსტელის, ბინის, ტურის, რესტორნის, კინოს, თეატრის, აუზის, ფიტნეს დარბაზის, სატრანსპორტო საშუალების და ყველაფერი იმის დაჯავშნა, რაც გართობისა და დასვენებისთვის არის საჭირო;
• სრულყოფილი ინფორმაცია განთავსებული სერვისების შესახებ და ასევე მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული შეფასებები;
• სამენოვანი პლატფორმა: ქართული, ინგლისური და რუსული;
• მრავალფეროვანი ფილტრები და საძიებო სისტემა;
• განთავსებული ობიექტების რუქაზე ნახვის შესაძლებლობა;
• შეთავაზებების შედარების საშუალება;
• შეთავაზების სურვილების სიაში დამატება და მათი ინდივიდუალური მართვა;
• მიღებული მომსახურების შეფასების საშუალება, როგორც სიტყვიერად ასევე ქულებით, რომელიც აისახება პარტნიორების რეიტინგზე, რაც ხელს უწყობს პოტენციურ ვიზიტორებს არჩევანის გაკეთებაში;



გარდა ამისა, პლატფორმა ვიზიტორებს მათი პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას სთავაზობს.

იმისთვის, რომ თავად მიხვდეთ, რამდენად გაგიმარტივებთ www.Check24.ge  დასვენებისთვის სასურველი ლოკაციისა, თუ მყუდრო გარემოს მოძიებას, ერთხელ მაინც თავად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს და დაჯავშნოთ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები