2025 წელს ენერგეტიკაში $111 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. წლიური ზრდა 16.3%-ია.
შედეგად, საქართველოს ეკონომიკის დარგების რეიტინგში ენერგეტიკამ, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 6.5%-იანი წილით მეექვსე ადგილი დაიკავა.
BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში რომელი ქვეყნებიდან და რომელ კომპანიებში ჩაიდო გასული წლის განმავლობაში ყველაზე მოცულობითი FDI.
ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ენერგეტიკაში ჩეხური პირდაპირი ინვესტიციების წილი თითქმის ნახევარი იყო. ამასთან, საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, ზოგიერთი ქვეყნიდან ენერგეტიკაში ჩადებული FDI-ს მოცულობები ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონის შესაბამისად კონფიდენციალურია, რადგან მონაცემები სტატისტიკური ერთეულის პირდაპირი ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და გაცემას არ ექვემდებარება.
2025 წელს საქართველოში ენერგეტიკის დარგის ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
- ჩეხეთი - $51.2 მლნ;
- მარშალის კ-ები - ...*;
- გერმანია - ...*;
- თურქეთი - $7 მლნ;
- ნიდერლანდები - $5.1 მლნ;
- იაპონია - ...*;
- აშშ - ...*;
- კვიპროსი - ...*;
- ჩინეთი - ...*;
- ესტონეთი - ...*;
რაც შეეხება კომპანიებს, რომლებშიც გასულ წელს ინვესტიციები ჩაიდო, TOP-10-ეული ასე გამოიყურება.
- სს თელასი;
- შპს საქართველო-ურბან ენერჯი;
- შპს თბილისი ენერჯი;
- სს ენერგო - პრო ჯორჯია;
- სს საქორგგაზი;
- სს დარიალი ენერჯი;
- სს ეპ ჯორჯია გენერაცია;
- სს ეპ ჯორჯია მიწოდება;
- შპს ვოლტარეს პაუერ პროჯექტს;
- შპს იტეკ მარნეული 100 მვტ.
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.




























