"ჩემი ახალი სტატუსიდან გამდინარე საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა აუცილებლად მომიწევს", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ, მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ის საოკუპაციო ხაზთან არასდროს ჩასულა.
„ჩემი ახალი სტატუსიდან გამდინარე აუცილებლად მომიწევს [საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა]. ეს სტატუსთან არსებითად არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა. მათ შორის, დღეს საპარლამენტო განხილვის დროს საუბარი გვქონდა, განსაკუთრებულ საჭიროებებზე, რომლებიც აქვთ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას.
ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ და ადგილზე ვიზიტიც იქნება მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 8 თებერვალს, კობახიძის მთავრობა დაამტკიცა.
მთავრობის განახლებული შემადგენლობა ასეთია:
პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე
კულტურისა და სპორტის მინისტრი - თეა წულუკიანი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი
ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ შამუგია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - გიორგი ამილახვარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი