მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩემი ბევრი მოგვარე ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ მე კავშირი არ მაქვს..." - გახარია

5ece71231b2f9
ინგა მურუსიძე
27.05.20 18:10
1117
კომპანია „ჯიბეზე“ ერთი რაც ვიცი, ჩემი მოგვარეა ვიღაც თურმე... მაგრამ ჩემი ბევრი მოგვარე ბევრ რამეს აკეთებს და მე კავშირი არ მაქვს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციის ბრალდებას პარლამენტში.

რაც შეეხება დეპუტატის კითხვას: „ჯიბე“ მარნეულში გლეხებისგან მიზერულ ფასებში ყიდულობდა პროდუქტს და შემდგომ ყიდდა 400%-იანი ნამატით. ეს არ არის სპეკულაციური ფასები, რატომ არ მოახდინეთ სამართლებრივი რეაგირება?

„რა სამართლებრივ რეაგირებაზე ლაპარაკობთ? სად არის სამართალი? ასევე თქვით, რომ ეს "ჯიბე" იყო ვიღაცასთან დაკავშირებული. მითხრეს, რომ თურმე ვიღაც დირექტორი, თუ მისი მოადგილე არის ჩემი მოგვარე. სულ ეს არის რაც „ჯიბეზე“ ვიცი. არანაირი კავშირი არ მქონია ამ ადამიანთან. ჩემი გვარის ბევრი ადამიანი ბევრ რამეს აკეთებს. ჯიბეს აქვს გამოტანილი 400 ტონა ბოსტნეული(მარნეულიდან) იქ კიდევ მუშაობდა დაახლოებით 12 კომპანია“, - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები