მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩერნობილის ხანძრის გამო კიევი სქელმა კვამლმა დაფარა

5e9abfb4b1a23
თამთა ჯიჯავაძე
18.04.20 12:54
2459
ჩერნობილის ბირთვულ რეაქტორთან ტყის ხანძრის გამო, კიევი სქელმა კვამლმა დაფარა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, უკრაინის დედაქალაქი ახლა ჰაერის დაბინძურების დონით პირველ ადგილზეა. შვეიცარიული მონიტორინგის ჯგუფის IQAir-ის მონაცემებით, კიევი ახლა ჰაერის დაბინძურების მიხედვით, რამდენიმე ჩინური ქალაქის გვერდითაა რეიტინგში.

რაც შეეხება რადიაციის დონეს, როგორც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ის ნორმის ფარგლებშია და ჩერნობილი საფრთხეს არ წარმოადგენს.

ჩერნობილში ბირთვულ რეაქტორთან ახლოს ხანძარი რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა. მეხანძრეები ტყის ხანძარს კვირაზე მეტხანს ებრძოდნენ, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლი ხუთშაბათს კვლავ გააღვივა. ოფიციალური უწყებების ცნობით, ხანძარს ჩერნობილის ბირთვულ სადგურამდე არ მიუღწევია.

ჯანდაცვის უწყებები კიევის მოსახლეობას სახლში დარჩენისა და ფანჯრების დახურვისკენ მოუწოდებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები