მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინელმა ექსპორტიორებმა, რუსეთში წინასწარი გადახდის გარეშე პროდუქციის მიწოდება შეწყვიტეს - „იზვესტია“

იზვესტია

ჩინელმა ექსპორტიორებმა, რუსეთში წინასწარი გადახდის გარეშე პროდუქციის მიწოდება შეწყვიტეს. ამის შესახებ "იზვესტია", საგზაო ტვირთგამზიდავებისა და ექსპედიტორების ასოციაციის პრეზიდენტის, ვადიმ ფილატოვისა და ბაზრის სხვა მონაწილეების სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული უკავშირდება 23 აგვისტოს, აშშ-ს მიერ გამოცემულ სანქციებს იმ ჩინური კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობდნენ. საუბარია ელექტრონიკაზე, სამრეწველო აღჭურვილობაზე და სხვა აღჭურვილობაზე. ინფორმაციას ბიზნეს ასოციაციაშიც ადასტურებენ.

ამის პარალელურად, 29 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლება, საბანკო გადახდების პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიებაშია.

ცნობილია, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ბანკებმა უკან დააბრუნეს გადაზიდული საქონელი მისი "სანქცირებულის" სტატუსის გამო. მეორადი სანქციების შიშის გამო, ჩინეთის ბანკები აბრუნებენ გადახდებს, მიუხედავად იმისა, გაიგზავნა თუ არა საქონელი რუსეთში. არასანქცირებული საქონლის გადახდაც კი ზოგჯერ ვერ ხერხდება, რაც ჩინელ მომწოდებლებს აიძულებს უარი თქვან პროდუქციის გაგზავნაზე. ამრიგად, სამოქალაქო საქონლის მიწოდებაც კი შეიძლება დაიბლოკოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები