მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთი რუსული გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ხდება

5de55b5a8723a
BM.GE
03.12.19 00:10
1856
რუსეთმა ჩინეთისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. ბუნებრივი აირი ციმბირიდან ჩრდილოაღმოსავლეთ ჩინეთს გაზსადენ Power of Siberia-თი მიწოდება. დასავლური მედიის ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ყველაზე მსხვილი პროექტია რუსული ბუნებრივი აირის ისტორიაში.

რუსული „გაზპრომის“ ინფორმაციით, პეკინთან გაფორმებული 55მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი, წლის განმავლობაში 38 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.

გაზსადენი, რომელიც ჩინეთში რუსულ გაზს ჩაიტანს, 3000 კმ სიგრძისაა. იგი კვეთს ციმბირს და ჩინეთის საზღვარს. გაზსადენი "გაზპრომს" შესაძლებლობას აძლევს გაზარდოს გაზის ექსპორტის მოცულობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები