მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი სამი ქვეყნიდან ტურისტებს აღარ მიიღებს

5fa3f49eed5c0
ნათია თაქთაქიშვილი
05.11.20 20:53
1427
ჩინეთი საჰაერო მიმოსვლას კრძალავს დიდ ბრიტანეთთან, ბელგიასა და ფილიპინებთან. მიზეზი ამ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობისთ, ჩინეთის საელჩო ბელგიაში აცხადებს, რომ პანდემიის გამო, ბელგიის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებად ნებისმიერი მიზნით. ანალოგიური განცხადება გაავრცელა ჩინეთის საელჩომ დიდ ბრიტანეთსა და ფილიპინებშიც.

„ჩინეთმა მიმოიხილა არსებული პრაქტიკა და მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვები დაწესდეს საჰაერო მიმოსვლაზე აღნიშნულ ქვეყნებთან. გვჯერა, რომ ხალხი ჩვენს გადაწყვეტილებას შეგნებით მოეკიდება“, – აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, კორონავირუსი, რომელიც თავდაპირველად სწორედ ჩინეთიდან გავრცელდა, ამჟამად ევროპასა და აშშ-ში სწრაფად ვრცელდება. თავად ჩინეთში კი ჯამში დაინფიცირების 86,115 შემთხვევაა დაფიქსირებული, ბოლო 24 საათში მხოლოდ 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს – ჯამში 1 099 059 შემთხვევაა დაფიქსირებული, ბელგიაში კი 468,213 შემთხვევა. ბელგიაში დღეს 14 903 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ხოლო ფილიპინებში ჯამში 389 725 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის მხოლოდ დღეს 1 594 იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები