მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს... მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა - აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ელჩი
BM. GE
15.11.23 10:51
241

ჩინეთი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი... მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, რობინ დანიგანმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"რადიო თავისუფლებამ" მას ჰკითხა, რას ნიშნავდა აშშ-სთვის საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ შეთანხმების დამყარება.

"გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ - ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს...

სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა", - ამბობს თავის პირველ ინტერვიუში აშშ-ის ელჩი ​საქართველოში რობინ დანიგანი.

ინფორმაციისთვის: გასულ თვეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. ჩინეთისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი განცხადებით ირკვევა, რომ ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, მხარეებმა გადაწყვიტეს, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ. განცხადების თანახმად, მხარეები იზიარებენ, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერია სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო საერთაშორისო და რეგიონალური ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.

საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული შეთანხმება ოთხ განზომილებას გულისხმობს, ესენია: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და საერთაშორისო ურთიერთობები.

წყარო: "რადიო თავისუფლება"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები