მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ეკონომიკა პროგნოზირებულზე ნაკლებად გაიზარდა

64b52c93dae9c
გიორგი თოლორდავა
17.07.23 16:10
996
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა წლიურად 6.3%-ით გაიზარდა, წინა კვარტალთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი კი 0.8%-ს შეადგენს. აღნიშნული შედეგი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს, რომლებიც წინა კვარტალთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკის ზრდას 2.2%-ით პროგნოზირებდნენ.

არასახარბიელო კვარტალური შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ეკონომიკა დაგეგმილი ტემპით აღდგენას ვერ ახერხებს, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული.

გარდა ამისა, ქვეყანაში სწრაფად იზრდება უმუშევრობის დონეც. 16-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის დონემ 21.3%-ს მიაღწია, რაც თანამედროვე ჩინეთის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ეკონომიკურ პრობლემებს ამწვავეს დეფლაციის საფრთხეც. ივლისში წლიური ინფლაციის დონე თითქმის 0%-მდე შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთ წელიწადში სამომხმარებლო ფასები ფაქტობრივად არ შეცვლილა, რაც ეკონომიკური ზრდისათვის ოპტიმალური მოცემულობა არ არის.

დეფლაციურ არგუმენტს განსაკუთრებით ამყარებს საწარმოო ინდექსთან დაკავშირებული სტატისტიკა, რაც საბითუმო ფასების კლებაზე მიუთითებს. არსებული ვითარების გამწვავების შემთხვევაში, ქვეყანა დეფლაციის სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რაც ჩინეთის მთავრობის ინტერესებში ნამდვილად არ არის.

წარმოებასა და მრეწველობაზე დამოკიდებული ეკონომიკისათვის დეფლაცია განსაკუთრებით საშიშია, ჩინეთი კი, მოგეხსენებათ, მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი სახელმწიფოა.