მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის მარეგულირებელმა Foxconn-ის ქარხნების ტერიტორიაზე ჩხრეკა ჩაატარა

Foxconn

ჩინეთის საგადასახადო მარეგულირებელმა ორგანომ Foxconn-ის გუანგდონგსა და ჯიანსუს პროვინციებში მდებარე ორი ქარხნის ტერიტორიაზე ჩხრეკა ჩაატარა. როგორც ჩინეთის საგადასახადო და წიაღის დეპარტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, აღნიშნული ჩხრეკა რუტინული პროცესის ნაწილია, რომლის გავლა ყველა ჩინურ კომპანიას უწევს, რადგან ეს კონტინენტურ ჩინეთში რეგისტრირებული კომპანიების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობაა გათვალისწინებული.

საინტერესოა, რომ Foxconn-ი ტაივანური კომპანიაა, რომელმაც, ბოლო დროს, მნიშვნელოვნად გააფართოვა საკუთარი პროფესიული არეალი კონტინენტურ ჩინეთში, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის კომუნისტური მთავრობის მიერ ტაივანური კომპანიებისთვის დაწესებულ შეღავათებს.

შეგახსენებთ, რომ Foxconn-ი ელექტრომოწყობილობების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც Apple-ის, Samsung-ის, Nintendo-ს და ბევრი სხვა კომპანიის მოწყობილობებს აწყობს. ტაივანური კომპანია მსოფლიოში 200-ზე მეტ ქარხანას ფლობს, სადაც 1.2 მილიონი ადამიანი არის დასაქმებული.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები