მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის მთავრობამ კოვიდრეგულაციების შემსუბუქება დაიწყო

63906f5aba0b4
გიორგი თოლორდავა
07.12.22 17:19
475
საზოგადოების მწვავე პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე, ჩინეთის კომუნისტური მთავრობა გარკვეული კოვიდრეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილებას იღებს.

მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის რეგიონებს შორს მოგზაურობისას მოქალაქეებს აღარ მოუწევთ კოვიდტესტის ნეგატიური პასუხისა და ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

გარდა ამისა, ლოკდაუნების დაწესების კრიტერიუმებიც შეიცვალა. ბიზნეს და საწარმოო პროცესების შეწყვეტა მხოლოდ იმ ადგილებში იქნება შესაძლებელი, სადაც ვირუსის გავრცელების უჩვეულოდ მაღალი რისკები ფიქსირდება.

მიუხედავად ზემოხსენებული ცვლილებებისა, მთავრობა ნულოვანი კოვიდპოლიტიკის გადახედვას არ აპირებს. ოფიციალური პეკინის განმარტებით, ვირუსთან ლოკდაუნებით ბრძოლის სტრატეგია იქამდე გაგრძელდება, სანამ ქვეყანაში კოვიდინფიცირების შემთხვევები ნულამდე არ შემცირდება.

ვრცლად კომუნისტური მთავრობის გეგმების შესახებ წაიკითხეთ აქ: ჩინეთის ნულოვანი კოვიდპოლიტიკა | რატომ ირჩევს მთავრობა ლოკდაუნების სტრატეგიას?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები