საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზები 2023 და 2024 წლებისთვის შეამცირა, რადგან ქვეყანაში უძრავი ქონების კრიზისია, ამასთან, მომხმარებელთა და ბიზნესის გაუარესებული მოლოდინები შენელების მიმართულებით "მნიშვნელოვან რისკებს" უქმნის არამხოლოდ ჩინეთის, არამედ გლობალურ ეკონომიკასაც.
“ჩინეთის უძრავი ქონების სექტორის კრიზისი შეიძლება გაღრმავდეს, გლობალური ზემოქმედებით, განსაკუთრებით საქონლის ექსპორტიორებისთვის", - წერს IMF თავის შემოდგომის გამოცემაში.
IMF-ის პროგნოზების თანახმად, ჩინეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 5%-ით და 2024 წელს 4,2%-ით გაიზრდება, რაც 0,1 და 0,2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ივლისის პროგნოზთან შედარებით.
„საქონლის ექსპორტიორები და ქვეყნები, რომლებიც აზიის სამრეწველო მიწოდების ჯაჭვში არიან ჩართულები, ყველაზე მეტად განიცდიან ჩინეთის იმპულსის დაკარგვას“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ამასთან, ინდოეთი ყველა მსხვილ ეკონომიკაში ლიდერობას აგრძელებს, მიმდინარე წელს მზარდი 6,3%-ით, 2024 წელს კი იმავე - 6,3%-იანი მაჩვენებლით.
ინდონეზიისგან, მალაიზიისგან, ფილიპინების, სინგაპურისა და ტაილანდის ზრდის პროგნოზები 0,4%-ით, 4,2%-მდე შემცირდა, ხოლო 2024 წელს ეს რიცხვი 4,5%-მდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, აზიის განვითარებადი ბაზრები, სხვა რეგიონებთან შედარებით, მაინც ყველაზე სწრაფად გაიზრდება, 2023 წელს 5,2%-ით, ხოლო 2024 წელს 4,8%-ით.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ექსტრემალური რისკები, როგორიცაა საბანკო კრიზისის პრობლემა აპრილში, შემცირდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლის, რომ მთლიანი ბალანსი დაღმავალია, ხოლო უძრავი ქონების კრიზისი ჩინეთის ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება.
"ჩინეთის უძრავი ქონების კრიზისი შეიძლება გამწვავდეს. ნდობის აღდგენა მოითხოვს უძრავი ქონების დეველოპერების სწრაფ რესტრუქტურიზაციას, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და ადგილობრივ საჯარო ფინანსებში არსებული დაძაბულობის გადახედვას", - წერს სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტი პიერ-ოლივიე გურინჩასი მოხსენების თანმხლებ გამოცემაში.