მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთმა Meta-ს მიერ AI-სტარტაპ Manus-ის $2 მილიარდად შეძენა დაბლოკა

meta

ჩინეთის მთავრობამ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Meta-ს სინგაპურული სტარტაპის, Manus-ის $2 მილიარდად შესყიდვის გარიგების გაუქმება მოსთხოვა. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად იქნა მიღებული, რის გამოც მხარეებს ტრანზაქციის პროცესიდან გამოსვლა დაევალათ.

Meta-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ტრანზაქცია სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართალს, თუმცა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ ექსპორტის კონტროლისა და საზღვარგარეთული ინვესტიციების წესების დარღვევის მუხლით მოკვლევა იანვარში მაინც დაიწყო.

სტარტაპი Manus-ი, რომელიც თავდაპირველად ჩინეთში დაფუძნდა და მოგვიანებით სინგაპურში გადავიდა, ბაზარზე DeepSeek-ის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა. კომპანია მუშაობს უნივერსალურ AI-აგენტებზე, რომლებსაც ისეთი რთული დავალებების შესრულება შეუძლიათ, როგორიცაა ბაზრის კვლევა, პროგრამირება და მონაცემთა ანალიზი.

Meta-ს მიერ Manus-ის შესყიდვის მიზანი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ინოვაციების დაჩქარება და Meta AI ასისტენტში მოწინავე ავტომატიზაციის სისტემების ინტეგრირება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები