Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ახალი სანქციების გამო, ჩინეთმა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა დროებით შეაჩერა.
როგორც გამოცემა იტყობინება, Sinopec, CNOOC, Zhenhua Oil და უმსხვილესი ნავთობკომპანია PetroChina რუსულ ნავთობს აღარ ყიდულობენ.
თავად კომპანიები ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებენ და არც ის არ არის ცნობილი, თუ სანამ აპირებენ შეზღუდვის გახანგრძლივებას.
ჩინური კომპანიების ეს ქმედება პირდაპირ კავშირშია Rosneft-ის და Lukoil-ის სანქცირებასთან. როგორც ჩანს, ჩინეთს მეორეული სანქციების რისკი აშინებს, რომლითაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსული ნავთობის ყველა მომხმარებელს ემუქრება.




























